მორიგი მატჩი "ტენერიფემ" შინ, "ანდორას" მოუგო. ტენერიფელებმა შერმადინის ყოფილ გუნდს დამაჯერებლად – 71:53 მოუგეს. ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 20 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა. შერმადინმა 1-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 4-დან 2 საჯარიმო მიითვალა.
საუკეთესო
შედეგი მარსელინიო უერტასმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 8 პასი მიითვალა. 4 მოგებითა და 4 მარცხით "ტენერიფე" 9-11 ადგილებს იყოფს. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ მატჩს ტენერიფელები 12 ოქტომბერს, კატალონიაში, "ბარსელონასთან" ჩაატარებენ.
GBF.GE