შენგელიას მორიგი კარგი მატჩი და "ვირტუსის" პირველი მარცხი იტალიის ჩემპიონატში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის ჩემპიონატში პირველი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა". ბოლონიელები სტუმრად, ქალაქ კრემონეში, “ვანოლის” შეხვდნენ და 10 ქულის სხვაობით – 83:93 დამარცხდნენ.

"ვირტუსმა" თამაში კარგად დაიწყო, მაგრამ მეორე და მესამე პერიოდები ჩააგდო (14:25, 15:25), მსგავსი ჩამორჩენის აღმოფხვრა კი ბოლო პერიოდში ვეღარ მოახერხა.

თორნიკე შენგელია ამჯერად მატჩის საუკეთესო მოთამაშე არ იყო, მაგრამ თანაგუნდელთა შორის მაინც ყველაზე გამორჩეული გახლდათ. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 25 წუთში 14 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო,
1 სამქულიანი კი ააცილა.

"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს 5 მოგებით და 1 წაგებით "ტრენტოსთან", "ვენეციასა" და "ბრეშასთან" ერთად ლიდერობს, ხოლო მომდევნო ტურში, 11 ნოემბერს, "ტრევიზოს" უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამორჩეული მწვრთნელია შენგელიას დამრიგებელი ლუკა ბანკი. თუ ლატვიასთან კონტრაქტი არ გაუხანგძლივებია, დროა საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დავნიშნოთ. თუ საჭირო გახდა თოკო ჩავრთოთ საქმეში. დარწმუნებული ვარ მაქსიმალურად გამოიყენებს ჩვენი კალათბურთელების ინდივიდუალურ თვისებებს და მოთამაშეებს გუნდურ თამაშს ასწავლის, პარკეტზე უბურთოდ გადაადგილებას, ასწევს მოთამაშეთა ტაქტიკურ დონეს და ა.შ. მის ხელში დარწმუნებული ვარ საპრიზოზე გავიწევთ და რაც მთავარია, თანამედროვე კალათბურთს ავითვისებთ.
თენგაბი
14:27 06-11-2023
0

სიახლეები პოპულარული