ბითაძე, როგორც ვთქვით, სასტარტოში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 22 ქულით, ხოლო "დალასში" 29 ქულით ლუკა
ითამაშა ნბა-ში მოასპარეზე მეორე ქართველმაც. "სან ანტონიო სპურსმა" ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია – ამჯერად ინდიანაში, სადაც "პეისერსთან" შეხვედრა 111:152 დათმო. 41 ქულით წაგებულ შეხვედრაში ქართველ ფორვარდს ბოლო 8:49 წუთი ერგო, რა დროშიც მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.
"სან ანტონიოში" სანდროს წინა სეზონში მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა დრაფტზე პირველ ნომრად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას აყვანამ ყველაფერი შეცვალა. სანდროს ამ სეზონის 7 მატჩიდან 2-ში არ უთამაშია, ხოლო დანარჩენ შეხვედრებში მოედანზე საშუალოდ 8 წუთით გადის და 2.5 ქულას, 3 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებს.
GBF