ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქი" "ჩიკაგო ბულზს" ესტუმრა და 96:94 დაამარცხა.
გოგა ბითაძემ მოედანზე 26 წუთი დაჰყო, რა დროშიც თავი 15 ქულით (3/4 საჯარომო, 6/10 ორქულიანი), 11 მოხსნით (6 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა. აღსანიშნია, რომ გოგას შეცდომა არ ჰქონია აღნიშნულ მატჩში.
მატჩის გმირი პაოლო ბანშერო გახდა, რომელმაც 17 ქულა და შეხვედრის მომგები ორქულიანი ჩააგდო.
მასპინძელთა მხრიდან ზაკ ლავინმა 19 ქულა დააგროვა, ნიკოლა ვუჩევიჩმა კი - 17.
ამრიგად, "ორლანდო" 6 მოგებითა და 5 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება, "ბულზსი" 4 გამარჯვებითა და 8 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს, ეს გუნდები 18 ნოემბერს კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს.
შეტევაში სროლის გაუმჯობესება და იქნებ ზაზას მსგავსად გაუმართლოს მოხვდეს სწორ გუნდში