სანდროს შედეგიანი 12 წუთი - "სან ანტონიო" "საკრამენტოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 120:129 დამარცხდა.

ტეხასელთა ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 12:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დე'აარონ ფოქსი გახდა, გამთამაშებელმა 43 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

"სპურსიდან" ვიქტორ ვემბანიამამ თავი 27 ქულითა და 9 მოხსნით გამოიჩინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, "მემფის გრიზლსს" დაუპირისპირდება.

"საკრამენტო
კინგსი" 7 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, კალიფორნიელები 20 ნოემბერს, "დალას მავერიკსს" შეხვდებიან.

altბითაძის მორიგი სასტარტო და მამუკელაშვილის ბოლო 8 წუთი – ორივე ქართველის გუნდმა წააგო

altბითაძის და მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში ბოლო საგამოფენო მატჩებში

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი და ხარისხიანი თამაში ჰქონდა, რეალურად მონაწილეობა მიიღო ამოქაჩვაში. უცნაურია მე-4 პერიოდში 4-5 წუთი მაინც რატომ არ მისცეს. დარწმუნებული ვარ პოპოვიჩმა დაინახა რაც საჭირო იყო სანდროში თუ ასე გააგრძელებს სტაბილურად ითამაშებს და ავტორიტეტიც გაეზრდება.
ვისტი
18:32 19-11-2023
0
ვისაც არ გინახავთ, ნახეთ ეს თამაში. სანდრო არაფრით ჩამოუვარდებოდა თავის თმაშეღებილ ქერა ვიზავის. პირიქით, ბევრად პირიქით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული