სანდროს შედეგიანი 12 წუთი - "სან ანტონიო" "საკრამენტოსთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "სან ანტონიო სპურსმა" "საკრამენტო კინგსს" უმასპინძლა და 120:129 დამარცხდა.

ტეხასელთა ქართველმა ლეგიონერმა სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 12:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დე'აარონ ფოქსი გახდა, გამთამაშებელმა 43 ქულა, 8 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

"სპურსიდან" ვიქტორ ვემბანიამამ თავი 27 ქულითა და 9 მოხსნით გამოიჩინა.

ამრიგად, "სან ანტონიო" 3 მოგებითა და 9 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილს იკავებს, გრეგ პოპოვიჩის გაწვრთნილი გუნდი 19 ნოემბერს, "მემფის გრიზლსს" დაუპირისპირდება.

"საკრამენტო
კინგსი" 7 გამარჯვებითა და 4 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა, კალიფორნიელები 20 ნოემბერს, "დალას მავერიკსს" შეხვდებიან.

altბითაძის მორიგი სასტარტო და მამუკელაშვილის ბოლო 8 წუთი – ორივე ქართველის გუნდმა წააგო

altბითაძის და მამუკელაშვილის შედეგიანი თამაში ბოლო საგამოფენო მატჩებში

altსანდრო მამუკელაშვილის 13 ქულა და 8 მოხსნა "ფინიქსთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძალიან კარგი და ხარისხიანი თამაში ჰქონდა, რეალურად მონაწილეობა მიიღო ამოქაჩვაში. უცნაურია მე-4 პერიოდში 4-5 წუთი მაინც რატომ არ მისცეს. დარწმუნებული ვარ პოპოვიჩმა დაინახა რაც საჭირო იყო სანდროში თუ ასე გააგრძელებს სტაბილურად ითამაშებს და ავტორიტეტიც გაეზრდება.
ვისტი
19 ნოემბერი 2023 18:32
0
ვისაც არ გინახავთ, ნახეთ ეს თამაში. სანდრო არაფრით ჩამოუვარდებოდა თავის თმაშეღებილ ქერა ვიზავის. პირიქით, ბევრად პირიქით.
18 ნოემბერი 2023 19:09
0
სანდროს,დიდი დრო არ გაუტარებია,მოედანზე,მაგრამ ორჯერ შეუშვეს,როცა მეტოქე საგრძნობლად დაწინაურდა და პირველ ჯერზე სან ანტონიო დაეწია და გადაუსწრო,მეტოქეს.მეორე ჯერზე კი,წამოეწია და მესამე პერიოდის ბოლო წამზე,ფაქტობრივად ხელშიც არ დაუჭერია ბურთი,სანდრომ ისე გადაგზავნა ფარისაკენ ბურთი და საჯარიმოს გარედან ჩააგდო.შედეგად,ანგარიში,93-94 გახდა.მატჩის ბოლო 4 წუთში,სან ანტონიოს თამაშო აერია და მაინც დამარცხდა.
სოსო
18 ნოემბერი 2023 15:58
0
ასე მგონია სანდრო ევროლიგაში სტარი იქნება, უნდა წამოვიდეს.
ტტტ
18 ნოემბერი 2023 13:20
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული