ბითაძის 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 5 ქულა "ტორონტოსთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქის" შესანიშნავი სვლა გრძელდება, ხოლო ამ გუნდის მოგებათა 4-მატჩიანი სერიის ყველა შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე გახლდათ. 3 გასვლითი მოგების შემდეგ "მეჯიქი" ფლორიდაში დაბრუნდა და "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. ორლანდოელებმა მეტოქე 124:107 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.

ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, თუმცა ისეთი დახუნძლული იყო სტატისტიკით, თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. დიახ, გოგას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში
მოახერხა და თან ისე, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ბითაძეზე მეტი, ისიც არასრული 1 წუთით, პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბომბარდირი კი ბანკერო გახდა 25 ქულით.

"ორლანდოს" 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საპატიო მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ "დენვერთან" ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 5 /
25-ე ნომრის რეაქციას დააკვირდით კლიპის ბოლოს. ამ ჰქვია გამ-და ტიპი.
0
ძალიან მოუმატა, გააზრებულად თამაშობს.
სამართალი
15:12 22-11-2023
0

სიახლეები პოპულარული