შენგელიას მორიგი კარგი მატჩი და "ვირტუსის" გამარჯვება

AutoSharing Option
ევროლიგის მეათე ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ფენერბაჰჩეს" 87:79 სძლია.

შენგელიამ 28:57 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა და 5 პასი მიითვალა, მარგი ქმედების 21-იანი კოეფიციენტით კი თავის გუნდში საუკეთესო იყო.

25 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სტამბოლელთა ამერიკელი მძიმე ფორვარდი ჯონათან მოტლი გახდა, რომლის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 31 შეადგინა.

ბოლონიური" გუნდი 7 მოგებით მესამე ადგილზეა და 30 ნოემბერს გასვლაზე "ბაიერნს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები კაპიტანო! როცა საკრიტიკებელი იყავი, გაკრიტიკებდით იმ შეცდომის გამო, რაც ცსკ-ში გადასვლით ჩაიდინე.ახლა, მადლობა ღმერთს ,ეს წარსულია და დღეს ისევ ჩვენი სასახელო თოკო ხარ. კიდევ მრავალი წარმატება და სიხარული შენ !
არტ
08:34 24-11-2023
1

სიახლეები პოპულარული