ბითაძის 23 წუთი და "ორლანდოს" ზედიზედ მერვე გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქს" ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს. ფლორიდულმა გუნდმა, რომლის სასტარტო ხუთეულში ქართველი ცენტრი დგას, ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო. გოგა ბითაძის გუნდმა მორიგი შეხვედრა ორლანდოში, "ვაშინგტონ ვიზარსთან" 139:120 მოიგო, რაშიც ქართველ კალათბურთელსაც მიუძღვის წვლილი.

ბითაძე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23:43 წუთი გაატარა. ქართველმა 5-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. გოგას მონაგარმა 8 ქულა, 7 მოხსსნა, 2 პასი და 1 დაფარება შეადგინა. მან პირწმინდად აჯობა ვაშინგტონელთა ოპონენტს, ცენტრის პოზიციაზე მოთამაშე დანიელ გაფორდს, რომელმაც 26 წუთში
4 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

"ორლანდოში" 31 ქულით საუკეთესო იყო ფრანც ვაგნერი. 25 ქულა კოულ ენტონიმ, ხოლო 22 – ჯალენ საგსმა მიითვალეს. "ორლანდოს" 13 მოგება და 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს "მილუოკი ბაქსთან" იყოფს. პირველზე კი "ბოსტონ სელტიქსია" 14 მოგებით. შემდეგი შეხვედრა "მეჯიქს" 1-ელ დეკემბერს, კვლავ "ვაშინგტონთან" და ისევ ორლანდოში ელის.

GBF

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მართლაც მამუკელაშვილის უთამაშებლობა ძალიან ცუდია.
მამუკა
16:30 30-11-2023
0
გაიხარე გოგა, სულ წარმატებით გევლოს!
გიზოგ
16:28 30-11-2023
0

სიახლეები პოპულარული