მამუკელაშვილის 34 ქულა, 22 მოხსნა და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
„სან ანტონიო სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი სანდრო მამუკელაშვილს ძალიან მცირე სათამაში დროს აძლევს. ასეთ სიტუაციაში კი, კალათბურთელებს სათამაშო პრაქტიკისთვის NBA-ის განვითარების ლიგაში უშვებენ. „სპურსის“ ფარმ-კლუბი „ოსტინია“, რომელმაც ბოლო მატჩში „ტეხასი“ 124:122 დაამარცხა.

ეს გამარჯვება, პირველ რიგში, ქართველი ფორვარდის დამსახურებაა. მამუკელაშვილმა ეფექტური ორმაგი დუბლი შეასრულა – 34 ქულა, 22 მოხსნა. სრული სტატისტიკა ასეთი იყო:

34 ქულა (13-დან 5 სამქულიანი, 11-დან 7 ორქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 22 მოხსნა (6 შეტევაში, 16 დაცვაში), 4 პასი, 2 დაფარება.

„ოსტინს“ 27 ქულა ბლეიქ ვესლიმ
შეაშველა, ხოლო 26 – დომინიკ ბარლოუმ.

5 მოგებითა და 6 წაგებით მამუკელაშვილის გუნდი სამხრეთის დივიზიონში მე-6 ადგილზეა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბითაძეს ორი სეზონი დაჭირდა ყოფილიყო იქ, სადაც ეხლა არის; ორლანდოს ძირითად შემადგენლობაში ყოფნა და გოგას საკმაოდ ნაყოფიერი თამაშები. ის ორი სეზონი თითქმის არ ათამაშებდნენ, და როცა ათამაშენდნე სულ დაცვაში ყავდათ, ხელი მქონდა ჩაქნეული მეთქი ვერ გაქაჩა, ეხლა ქალებსაც აგროვებს, თუმცა ვერცერთი თამაში ვერ ვნახე ორლანდოსი სპორტულ არხებზე. ორივეს წარმატებები
ხო
10 დეკემბერი 2023 16:11
1
34 არ გამოდის ასე რაც აქ ცერია 33 ქულა გამოდის
beso 70
10 დეკემბერი 2023 15:45
2
მეც მივხვდი,რომ რაღაც ვერ იყო ისე.
ჯიჯი
10 დეკემბერი 2023 13:25
1
34 ქულა რომ წავიკითხე ეგრევე გულმა ცუდი მიგრძნო, სამწუხაროდ გაუშვეს განვითარების ლიგაში, იმედია დაიბრუნებს ადგილს მთავარ ლიგაში, მაგარი მეიმედება მე პირადად ამ ბიჭის. წარმატებები,,მამუ"!
Bs
10 დეკემბერი 2023 12:43
1

სიახლეები პოპულარული