გოგას სათამაშო დრო შემცირდა - "ორლანდო" "მაიამისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 106:115 დამარცხდა.

"მეჯიქის" რიგებში ტრავმის შემდეგ მოედანს ვენდელ კარტერ ჯუნიორი დაუბრუნდა, გოგა ბითაძემ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა.

გოგამ პარკეტზე 12:19 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

კარტერ ჯუნიორმა 23:23 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ჰიტის" მსროლელი ტაილერ ჰირო გახდა, რომელმაც 28 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 16 გამარჯვებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მომდევნო მატჩს 24 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ჰიტი" 16 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 პოზიციაზეა. ერიკ სპოელსტრას გაწვრთნილი გუნდი 23 დეკემბერს "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.

altგოგას მესამე ორმაგი დუბლი მიმდინარე სეზონში და "ორლანდოს" მარცხი "ბოსტონთან" [VIDEO]

altგოგას პირადსარეკორდო 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და "ორლანდოს" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჰოდა იმიტომაც წააგეს. ;) წარმატებები გოგა!
რატი
22:12 21-12-2023
0
ეხლა ითვალოს ორლანდომ , კარტერ ჯუნიორის ლიდერობით მოუგებელი სერიები რამდენი ხანი გაგრძელდება , გოგა მარტო ცენტრის როლს არ ირგებდა , უჭკვიანესი კალათბურთელია და სივრცეებს მაგრა უთავისუფლებდა , მისთვის რომ პასები მიეცათ , ყველა შეხვედრაში გადასცდებოდა 20 ქულას , მაგრამ ეგოო ოხერი რამეა . ხოდა ეხლა დადგნენ და ვაგნერებმაც და ბანჩერომაც , მხოლოდ საკუთარი უნარების ხარჯზე აგროვონ ქულები . იმედია მწვრთნელს მაინც ააქვს ტვინი და მიხვდება წაუგებელ სერიაში რამდენად დიდი იყო გოგას წვლილი .
ATP 16
10:39 21-12-2023
1

სიახლეები პოპულარული