შერმადინმა 2023 წელი "ტენერიფესთან" ერთად გრანადაში გამარჯვებით დაასრულა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ტენერიფე" ლიგა ენდესას მე-16 ტურში "გრანადას" ესტუმრა და მეტოქე 12 ქულის სხვაობით დაამარცხა – 80:68. "ტენერიფემ" შეხვედრის პირველი ნახევარი 38:30 მოიგო და დარჩენილ ტაიმში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია.

"ტენერიფეში" საუკეთესო შედეგი დააფიქსირა ყველაზე გამოცდილმა ბრაზილიელმა გამთამაშებელმა მარსელინიო უერტასმა, რომელმაც მატჩი 20 ქულით დაასრულა (სარგებლიანობის კოეფიციენტი – 26). ამ შედეგის მიღწევაში მას ძალიან დაეხმარა ცენტრი გიორგი შერმადინი. თავად ქართველის ანგარიშზე 26 წუთში 8 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასია.

"ტენერიფეს" 8 მოგება და ამდენივე წაგება აქვს, მომდევნო მატჩს კი
უკვე მომავალ წელს, 6 იანვარს, "ხუვენტუდის" წინააღმდეგ გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული