ტრავმის გამო ვენდელ კარტერმა შეხვედრა გამოტოვა, "მეჯიქის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე კი ძირითად ხუთეულში დაბრუნდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა მოედანზე 30:26 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 7 მოხსნა და 2 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 32 ქულა, 9 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ნიქსის" ერთ-ერთმა ლიდერმა ჯულიუს რენდლიმ 38 ქულა, 12 მოხსნა და 6 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, "მეჯიქი" 19 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 1 იანვარს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ნიუ იორკ ნიქსი" 17 გამარჯვებით და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, ტიბოდოს გაწვრთნილი გუნდი 31 დეკემბერს, "ინდიანა პეისერსს" დაუპირისპირდება.
გოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო
გოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?