შენგელია ისევ საუკეთესო იყო - "ვირტუსმა" "ბაიერნსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგის მე-18 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" საკუთარ მოედანზე "ბაიერნი" 85:83 დაამარცხა.

შენგელიამ 31:43 წუთში 18 ქულა (7-დან 4 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი, 6-დან 4 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და სარგებლიანობის 23-იანი კოეფიციენტით მატჩის MVP გახდა.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 22 ქულით სტუმართა გუნდის ამერიკელი ლეგიონერი კარსენ ედვარდსი იყო.

ბოლონიური გუნდი 13 მოგებით მეორე ადგილზეა და 5 იანვარს ბერლინში "ალბას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი თამაში იყო, ბოლო წუთზე შეატრიალა თამაში ვირტუსმა, ყოჩაღ თორნიკე, კარგი იყო (ისე,ჯარიმების სროლის ხარისხს თუ დახვეწავს, ყველა თამაშში მინიმუმ 20 ქულა გარანტირებული ექნება)
ემიგრანტი
04 იანვარი 2024 09:55
0
q-ს თავაზიანობა არ გაწყენდათ, პირველად ვუყურე თუ მეასედ, ეგ ჩემი საქმეა, მე ჩემი აზრი გამოვთქვი,არ ეთანხმებით? გაატარეთ, რა მორალს მიკითხავთ აქ
ემიგრანტი
04 იანვარი 2024 16:53
0
გეტყობა, რომ პირველად უყურე თოკოს თამაშს, ჯარიმების რეალიზაციით ის ერთ-ერთი ლიდერია თავის გუნდშიც და ზოგადად ევროლიგაზეც, 81%-ზე მეტია მისი საჯარიმოების რეალიზაციის მაჩვენებელი. თოკოს რაც აქვს გამოსასწორებელი, ესაა ზოგადად სროლის მანერა და სტილი, ეს მართლა დასახვეწი აქვს, იმ დონის მოთამაშეა, რომ სროლა ბევრად დახვეწილი უნდა ჰქონდეს.
q
04 იანვარი 2024 11:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული