10:30 04-01-2024
ბითაძის 28 წუთი და ორი ოვერტაიმი - "ორლანდო" "საკრამენტოსთან" დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
"მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად ხუთეულში დაიწყო. ახალგაზრდა კალათბურთელმა მოედანზე 28 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 6 მოხსნა და 3 დაფარება მიითვალა.
კალიფორნიელთაგან დომანტას საბონისმა თავი 22 ქულით, 23 მოხსნითა და 12 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანკერო გახდა, "მეჯიქის" ერთ-ერთა ლიდერმა 41 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა.
ამრიგად, "ორლანდო" 19 გამარჯვებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 6 იანვარს, "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.
"საკრამენტო" 20 გამარჯვებითა და 13 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. "კინგსი" 6 იანვარს "ტორონტო რაპტორსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბითაძეს ბანკეროსთან ერთად შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, ბოლო წამებზე კუთხიდან 3 ქულიანი რომ ჩაეგდო. სასწაული დაცვა ითამაშა ოვერტაიმში 2 მნიშვნელოვანი ბლოკით და კარგი სქრინებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტრენერმა ფაქტიურად მთელი ორი ოვერტაიმში შეუცვლელად ათამაშა. ბრავო
20
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
99.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული