ბითაძის ამ გუნდში გადასვლა ძალიან რეალურია - ცნობილი ამერიკული გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
გოგა ბითაძე შესაძლოა, "ფინიქს სანსის" კალათბურთელი გახდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ამერიკული გამოცემა Bleacher Report-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არიზონულ გუნდს იუსუფ ნურკიჩის შემცვლელი, ფაქტობრივად, არ ჰყავს, რადგან ბოლ ბოლს მიმდინარე სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლევა და "ფინიქსი" ტრეიდ დედლაინზე მის გაცვლას ეცდება.

გამოცემის აზრით, ქართველი კალათბურთელი ფრენკ ვოგელის გუნდს იდეალურად მოერგება, ფარქვეშ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს და ბოსნიელ ნურკიჩს იდეალურად შეცვლის.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ბითაძე "ორლანდო მეჯიქის" რიგებში საშუალოდ 7.4 ქულას, 6.0 მოხსნას და 1.6 შედეგიან გა
დაცემას აგროვებს.

altბითაძის 28 წუთი და ორი ოვერტაიმი - "ორლანდო" "საკრამენტოსთან" დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგად აკრიფა გოგამ, ძირითადად ძირითადში ათამაშებენ და შედეგიანიც არის
სად წეიღო?
04 იანვარი 2024 12:14
1
იქნებ კიდევ ერთ ბეჭედს გამოვკრათ ხელი, ფინიქსი ძალიან მაგარი გუნდია, თავის ბუკერებით და დურანტებით
04 იანვარი 2024 15:25
0
ეგ ამბავი თუ გამოვიდა საჩემპიონო ბეჭდის შანსი არის
ბათუმელი ექსპერტი
04 იანვარი 2024 18:16
2
რადროს გადასვლაა ძირითადს უშინაურდება უკვე,ნურკუჩთან შანსი არ აქვს....
ჯონდო
04 იანვარი 2024 20:02
0

სიახლეები პოპულარული