მამუკელაშვილის 8 ქულა, 8 მოხსნა და 18 წუთი ვემბანიამას არყოფნაში

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილს სათამაშო დრო მიეცა და "სან ანტონიოს" ქართველმა ფორვარდმაც თავი კარგად წარმოაჩინა. ეს ამბავი ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში მოხდა, რომელშიც "სან ანტონიომ" "ჩიკაგო ბულსს" უმასპინძლა და 116:122 დამარცხდა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 დაფარება, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. სანდრომ 4-დან 2 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მამუკელაშვილის მოედანზე 18 წუთით დარჩენა სავარაუდოდ სანანტონიოელთა პირტიტველა ამომავალი ვარსკვლავის, ვიქტორ ვემბანიამას არყოფნას უკავშირდება. ფრანგი კალათბურთელის მზადყოფნის დროს ქართველის
სათამაშო დრო არაპროგნოზირებადია და ხან 1-2 წუთს შეადგენს, ხან ათამდე ადის, ხანაც საერთოდ ნულის ტოლია.

ვემბანიამას ტერფი აქვს დაჭიმული და როგორც 2 მატჩის წინ, "სან ანტონიოს" ხელმძღვანელობამ ამჯერადაც მისი დასვენება გადაწყვიტა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული