იზმირში, "ქარშიაქასთან" ოვერტაიმში მოგებულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში შერმადინი MVP გახდა

AutoSharing Option
იზმირში, გადაჭედილი თურქი გულშემატკივრების თვალწინ, დაძაბულ ბრძოლაში, რომელიც ოვერტაიმში გადაიზარდა, გიორგი შერმადინის ლიდერობით, ესპანურმა "ტენერიფემ" 106:97 დაამარცხა "ქარშიაქა" და ფიბას ჩემპიონთა ლიგის მე-2 ჯგუფური ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.

ფიბას უმაღლეს საკლუბო ტურნირში დარჩენილმა 16-მა საუკეთესო კლუბმა ჯგუფური ეტაპი დაიწყო. შერმადინის "ტენერიფეს" თურქულ "ქარშიაქასთან" ერთად ჯგუფში ბერძნული "პერისტერი" და ისრაელის "ჰაპოელი" ჰყავს. ამ ოთხეულიდან 2 საუკეთესო მეოთხედფინალში გავა, მანამდე კი გასვლა-სახლის პრინციპით გუნდებმა 2 წრე უნდა ითამაშონ.

შერმადინი შეუჩერებელი გახლდათ. მან ტენერიფელთაგან ყველაზე მეტი – 34 წუთი ითამაშა და შედეგიანობით მოედანზე მყოფთაგან
აუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 12-დან 9 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში მან 25 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მოაგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 37-ს უწია, რაც, ცხადია, ვერავინ გადაფარა და შერმადინმა MVP-ის მორიგი ტიტული დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ შერმადინმა ბურთების უმეტესობა მარსელინიო ჰუერტასის პასებით ჩააგდო. ბრაზილიელმა გამთამაშებელმა საბოლოოდ 17 ქულა და 15 პასი მოაგროვა, ტენერიფელთაგან ასევე 25 ქულა ჰქონდა გუნდის ახალწვეულს, ამერიკელ კაილი გაის.

მე-2 ტურის მატჩს "ტენერიფე" 31 მარტს, შინ, ბერძნულ "პერისტერისთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
შერმადინის სტაბილურობა მისცა დანარჩენ ქართველ სპორტსმენებს!!!
სოსო
20:14 24-01-2024
0
MVP რეკორდი არ ვიცი, მაგრამ კარიერის პროცენტი აქვს არანორმალური...
Svani
18:15 24-01-2024
0

სიახლეები პოპულარული