ბურჯანაძე კვლავ MVP გახდა, მისმა გუნდმა სტუმრად ლეიდა დაამარცხა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძე მაგარ ფორმაშია და ესპანეთის ლიგაში შედეგიან თამაშს აგრძელებს. ქართველი ფორვარდის შედეგიანობასთან ერთად მისი გუნდი “ლეიმა კორუნაც” იგებს და Leb Oro-დან უმაღლეს – Liga Endesa-ში ანაცვლებისთვის იბრძვის. კორუნელებმა მე-19 ტურში მნიშვნელოვანი გასვლითი გამარჯვება მოიპოვეს. ბურჯანაძის წინამძღოლობით ლეიმა კორუნამ “ლეიდა” დაძაბულ ბრძოლაში – 85:83 დაამარცხა.

ბურჯანაძე თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე ყველა სასტარტოზე მეტხანს – 29 წუთს დაჰყო და ყველაზე შედეგიანი იყო. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მთლიანობაში ქართველმა ფორვარდმა 12 ქულა,
8 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 22 შეადგინა, რაც კორუნელთა შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი იყო და ქართველი ფორვარდიც მატჩის MVP გახდა.

ლეიმა კორუნას 15 მოგების წილ 4 მარცხი აქვს და ესპანეთის რანგით მე-2 ლიგას ლიდერობს. შემდეგ ტურში, 11 თებერვალს, ბურჯანაძის გუნდი შარშან ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მყოფ სან პაბლო ბურგოსს უმასპინძლებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ხარ ბექა თებერვალში გვჭირდები.
0

სიახლეები პოპულარული