იტალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" გასვლაზე "ტრევიზო" 100:61 გაანადგურა.
შენგელიამ 18 წუთში 11 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 3-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა, 3 პასი მითვალა და ორჯერ დაკარგა ბურთი.
15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი, ხორვატი ცენტრი ანტე ჟიჟიჩი იყო.
ბოლონიური გუნდი 14 მოგებით მეორე ადგილზეა და 11 თებერვალს "სკაფატის" უმასპინძლებს.