ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
27 წლის ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი, რომელიც გასულ სეზონში "ფერენცვაროშიდან" იჯარის წესით თბილისის "დინამოში" თამაშობდა, "ქოჯაელისპორში" გადავიდა.

თურქული კლუბის საიტი იტყობინება, რომ "ფერენცვაროშთან" შეთანხმება შედგა და ხარაიშვილს 1.5+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს. ის "ქოჯაელისპორში" 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა მიმდინარეობდა და გიორგის იმედი აქვთ.

"ქოჯაელისპორის" ღირსებას თავდამსხმელი გიორგი ბერიძე იცავს - მან ბოლო ტურში "ადანასპორთან" თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა (1:0). ეს კლუბი რანგით მეორე დივიზიონში მესამე ადგილზეა და სუპერლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ანუ გამოდის რომ ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის დონე თურქეთის მეორე ლიგიგის მესამე ადგილოსანის დონეა .
ტოტტი
19:57 06-02-2024
0
ტოტტი, შენ რაც დაწერე ეგ რომ თქვა სანიოლმა, ლამის ჯვარზე გააკრეს ეს რა გვაკადრაო.. არადა სიმართლე მწარეა.
0

სიახლეები პოპულარული