შენგელიას "ვირტუსმა" სერია A-ში "სკაფატი" გაანადგურა

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს მე-20 ტურში თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა" "სკაფატის" უმასპინძლა და მეტოქე დამაჯერებელი სხვაობით – 94:67 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 25 წუთში 8 ქულის, 4 მოხსნის, 7 პასის, 1 დაფარებისა და 1 ჩაჭრის დაგროვება მოახერხა. თორნიკემ 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

"ვირტუს ბოლონია" მეტოქეს პირველივე მეოთხედში 10 ქულით გაექცა. დიდ შესვენებამდე "სკაფატიმ" სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა, მაგრამ ბოლო პერიოდის დაწყებამდე შენგელიას გუნდი 16 ქულით გავიდა წინ და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

20 შეხვედრაში "ვირტუსს" 15 მოგება და 5 მარცხი აქვს და ცხრილის სათავეში "ბრეშასთან" ერთად იმყოფება. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი იტალიის ლიგის თასზე 15 თებერვალს გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული