შენგელიამ "ვალენსიასთან" ტრავმა მიიღო და მოედანზე აღარ დაბრუნებულა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მატჩში ტრავმა მიიღო. ჯერჯერობით უცნობია მისი დაზიანების ხარისხი და ის, თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს, თუმცა თავად ფაქტი, რომ თამაშისას მიღებული ტრავმის გამო მოედანი დატოვა და აღარ დაბრუნებულა, ძალიან არასასიამოვნოა.

ეს მოხდა ევროლიგის 27-ე ტურის მატჩში, რომელშიც "ვირტუსმა" ბოლონიაში "ვალენსიას" უმასპინძლა. "ვირტუსმა" მეტოქე 87:74 დაამარცხა, სასტარტო ხუთეულში მყოფმა ქართველმა კი მოედანზე ყოფნიდან 6 წუთში დაზიანება მიიღო. შენგელიას იმ მომენტისთვის 2 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა მითვლილი. მას 2 სამიანი და 1 ორიანი გაუცუდდა.

იტალიურ გუნდს მარკო ბელინელიმ 16
ქულით ულიდერა. "ვირტუსს" 17 მოგება დაუგროვდა და ევროლიგაში მესამე ადგილზეა. "ვირტუსი" მორიგ მატჩს ევროლიგაში სტუმრად, პირეოსის "ოლიმპიაკოსთან" ჩაატარებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
მრტ გაიკეთა და სერიოზული ტრამვა არ არისო. იმედია დიდი ხანი არ გაუცდება
სტუმარი
17:58 01-03-2024
1
ეეჰ,რუსეთში ორი წელი,რომ არ დაგეკარგა ახლა ევროლიგის MVP-იქნებოდი!!
6

სიახლეები პოპულარული