შერმადინი "ტენერიფეს" "გრანადას" დამარცხებაში დაეხმარა

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრებიდან ესპანურ "ტენერიფეში" დაბრუნებული გიორგი შერმადინი საქმეში ჩაერთო და მორიგი ტურის მატჩში თავის გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. "ტენერიფემ" ჯო ტომასონის ყოფილ გუნდ "გრანადას" უმასპინძლა და 89:83 დაამარცხა.

შერმადინმა მოედანზე 19:25 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულას, 4 მოხსნასა და 1 პასს მოუყარა თავი. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. "ტენერიფეს" 15 ქულით მარსელინიო უერტასმა ულიდერა.

"ტენერიფეს" 23 ტურში 14 მოგება და 9 მარცხი დაუგროვდა. შერმადინის გუნდი ჩემპიონატში მეხუთე ადგილზეა და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს ესტუმრება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 5 /
შერმადინი ზაზა არასოდეს ყოფილა, რომ თავისი ჟილკით დუხით შეექმნა მომენტები და ეგრე ჩაეგდო, ეგ ყოველთვის პასზე დამოკიდებული ცენტრი იყო და აღარ ყავს მეპასე ნაკრებში და ვერაფერს შვრება, არა ის თამაზა მარსელინიო უერტასი.
0
ნაკრებში რა ეტაკა ნეტა. გეგონება კუჭი ქონდა აშლილი.
fan1
14:46 03-03-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული