რატი ანდრონიკაშვილი მოედანს "ბარსელონასთან" დაუბრუნდა

AutoSharing Option
2-თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ რატი ანდრონიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა. ესპანური "სარაგოსას" 22 წლის ქართველისთვის წინა მატჩი, რომელიც 6 იანვარს, "გრანადას" წინააღმდეგ ითამაშა, სადებიუტო იყო და სწორედ იმ შეხვედრაში დაშავდა. მას შემდეგ რეაბილიტაციის პროცესი გაიწელა. რატი ეროვნული ნაკრების შეკრებაზეც იმყოფებოდა, მაგრამ მწყობრში არ იყო და ესპანეთში დაბრუნდა.

ანდრონიკაშვილმა 2-თვიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ჩემპიონატის 23-ე ტურში, "ბარსელონასთან" ითამაშა. შეხვედრა კატალონიაში გაიმართა და "ბარსელონას" იოლი გამარჯვებით – 109:68 დასრულდა. ქართველი უკანახაზელი მოედანზე 7:12 წუთით გამოჩნდა და 2 ქულასთან ერთად 2 პასი მიითვალა. ანდრონიკაშვილმა 2
ორქულიანიდან ერთი ჩააგდო.

9 მოგებითა და 14 მარცხით "სარაგოსა" მე-11 ადგილზეა. მომდევნო ტურში, 9 მარტს, სარაგოსა "გრან კანარიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამასაც და ცინცაძესაც ოჩხიკიძე ჯობია ბიჭმა თავისი შრომით მიაღწია და მასზე ერთი სტატიაც არ დევს...ეს მიკერძოება აღარ უნდა დამთავრდეს.
ცნობისთვის არანაირი შეხება არ მაქვს ოჩხიკიძესთან....ადამიანობა თუ არის ყველაზე ვინც საქართველოს წარმოაჩენს სტატია უნდა დაიწეროს. ევროპა კალათბურთის ოჩხიკიძე ახალგაზრდა კარგ კალათბურთელად დასახელდა და საქართველოდან ასეთი ახალგაზრდა ვინ გვყოლია.არავინ.ამიტომ არის კალათბურთის საქმე კარგად.მეც მყავს კთბურთელები და ვიცი
ადამიანი
22:16 05-03-2024
2
ენბას სკაუტები გადაურევია-ამას გვიმალავდითო
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული