ოთხგუნდიანი ჯგუფიდან პლეი-ოფში 2 საუკეთესო გადის, ტენერიფელებს კი 5 ტურის შემდეგ 4 გამარჯვებით მეოთხედფინალის საგზური განაღდებული აქვთ. ეს წარმატება სწორედ "ქარშიაქასთან" გამარჯვებამ მოიტანა, რომელშიც ქართველი ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე გატარებულ 17 წუთში 14 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა 5-დან 4 ორქულიანი და 7-დან 6
ბოლო ტურის მატჩს "ტენერიფე" საბერძნეთში, "პერისტერისთან", 19 მარტს გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მეოთხედფინალში პირველი ადგილიდან გავა, რასაც მომავალი მეტოქის შერჩევის საქმეში გარკვეული მნიშვნელობა აქვს.
GBF.GE