შენგელიას 10 ქულა "რეალთან" - "ვირტუსი" "სამეფო კლუბთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროლიგაში ზედიზედ მორიგი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას "ვირტუსმა", რომელმაც ბოლონიაში "რეალს" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა უპირატესობისთ წარიმრთა და "სამეფო კლუბის" 15-ქულიანი გამარჯვებით – 89:74 დასრულდა. "რეალი" ევროლიგის ლიდერია და მისი ძლევა ბოლონიელებმა ვერ მოახერხეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 24 წუთში 10 ქულა, 4 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი არ დაჯარიმებულან, რაც უიშვიათესი ამბავია.

ბოლონიელთა რიგებში საუკეთესო აიზია კორდინიე
იყო 12 ქულითა და 8 მოხსნით, იფე ლუნდბერგმა და ჯორდან მიკიმ კი 11-11 ქულა ჩააგდეს. რეალის მხრიდან გამორჩეულები გერშონ იაბუსელე (15 ქულა, 7 მოხსნა) და ვინსენ პუარე (14 ქულა, 8 მოხსნა) იყვნენ.

ვირტუსს 17 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა და მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 19 მარტს, ლიეტუვაში, კაუნასის "ჟალგირისთან" ჩაატარებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული