Enganche Sports: მამუკელაშვილმა "ფენერბაჰჩესთან" კონტრაქტი შეათანხმა

AutoSharing Option
თურქული Enganche Sports-ის ცნობით, 25 წლის ფორვარდის, სანდრო მამუკელაშვილის გაშვება "სან ანტონიოს" სურს და თავად ქართველიც კარიერის ევროპაში გაგრძელებაზე თანახმაა.

გამოცემის მტკიცებით, მამუკელაშვილმა "ფენერბაჰჩესთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა და მისით "ეფესიცაა" დაინტერესებული. ერთი სიტყვით, სანდროს შეუძლია სტამბოლურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამუკელაშვილით და გოგა ბითაძით "პანათინაიკოსია" დაინტერესებული, რომელმაც ევროლიგა მოიგო.

მკითხველის კომენტარები / 14 /
გოგაც და ცოტათი უფრო ნაკლებად სანდროც,გუნდური კალათბურთის მოთამაშეები არიან.ნბაში უფრო ინდივიდუალისტებს აფასებენ.მწვრთნელები მათ სარგებლიანობას ხედავენ,მაგრამ სტილური განსხვავება,ეტყობა მაინც თავისას შვრება.ადგილობრივი,აგრესიული სტილის კალათბურთელების ფონზე,ისინი სანახაობაში აგებენ.მათი კლასის ასამაღლებლად ამერიკაში დარჩენა სჯობდა,მაგრამ თვითონ მათი თამაში,ევროპაში უფრო დაფასდება და ნაკრებსაც უკეთესად დაეხმარებიან.
სოსო
20:09 01-06-2024
0
ეს ამბავი ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს აწყობს,რადგან ეს იმას ნიშნავს რომ სანდრო დაეხმარება ნაკრებს ევრობასკეტის შესარჩევზე,საიდანაც ევროზე გასასვლელად დიდი ბრძოლა მოგვიწევს...
Master
12:11 31-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული