"მირორის" ცნობით, ჯეიდონ სანჩოს გაყიდვის შემთხვევაში, "მანჩესტერი" "ვალენსიას" მეკარის გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას შეძლებს, რომლის თამაში "იუნაიტედს" დიდი ხანია მოსწონს და რომელმაც "ლივერპულთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა.
გამოცემის მტკიცებით, თუ სანჩო პსჟ-ში გადავიდა, ეს "იუნაიტედს" მამარდაშვილის შესაძენად ფინანსურ საშუალებას მისცემს.
"მანჩესტერის" მწვრთნელს ერიკ ტენ ჰაგს უთანხმოება აქვს სანჩოსთან, გასულ სეზონში იჯარით "დორტმუნდში" გაუშვა და ის "ფულჰემთან" პრემიერლიგის პირველ ტურში განაცხადში არ იყო, თუმცა გუნდის თავკაცი ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ ფეხბურთელის ყურის ინფექციით გახლდათ გამოწვეული.