შენგელია, დონჩიჩი, იოკიჩი - თორნიკე 5 სექტემბერს დრაჟენ პეტროვიჩის საპატივცემულო შეხვედრაში ვარსკვლავების გვერდით ითამაშებს

AutoSharing Option
ხვალ, 5 სექტემბერს, ლეგენდარული კალათბურთელის, დრაჟან პეტროვიჩის საპატივცემულოდ შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც არიან: ლუკა დონჩიჩი, გორან დრაგიჩი, ბოიან ბოგდანოვიჩი, ნიკოლა იოკიჩი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემადგენლობაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელიაც იქნება. ქართველი კალათბურთელის გუნდს ლეგენდარული მწვრთნელები, ობრადოვიჩი და ნევენ სპაჰია გაწვრთნიან.

ღონისძიებას სათავეში ალეკსანდერ პეტროვიჩი (დრაჟანის ძმა) უდგას და სწორედ მისი თქმით, თორნიკე ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც დაუკავშირდა ორგანიზატორის წარმომადგენელი და ამ მატჩში მონაწილეობის მიღება სთხოვა.

წყარო: თორნიკე შენგელიას ოფიციალური "ფეისბუქგვერდი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო მაგარი გვყავს ქართველებს, სამწუხაროდ დანარჩენები შესაბამისად ვერ უბავენ მხარს, თორემ ჩვენი ნაკრები ბევრს მიაღწევდა.
გია პაპა
16:10 04-09-2024
1

სიახლეები პოპულარული