შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად კვლავ აირჩიეს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის (ELPA) პრეზიდენტად ზედიზედ მეორედ აირჩიეს. ასე და ამგვარად, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა აღნიშნული პოსტზე ვადა კიდევ 3 წლით გაიხანგრძლივა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზაციით რიგით მე-7 ასამბლეაზე იქნა მიღებული, რომელსაც ბარსელონამ უმასპინძლა.

შენგელია აღნიშნულ პოსტზე პირველად 2021 წელს დაამტკიცეს, ახლა კი, მას ვადა გაუგრძელეს. კენჭისყრის შედეგებით, მან ყველაზე მეტი ხმა მიიღო, მეორეზე ალეკ პეტერსი (ოლიმპიაკოსი) გავიდა და მას ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ერგო, მმართველ საბჭოში კი ასევე მოხვდნენ დონატას მოტეიუნასი (მონაკო), ტომაშ სატორანსკი (ბარსელონა) და მარიო ჰეზონია (რეალი).

ცნობისთვის,
ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაცია 2018 წელს დაფუძნდა და მისი უმთავრესი მოვალეობა კალათბურთელების უფლებების დაცვაა. შენგელიასთვის ასეთი ნდობის გამოცხადების ფაქტი ქართველი კალათბურთელის მაღალ ავტორიტეტსა და რეპუტაციაზე მეტყველებს, რომელსაც ის ევროპულ კალათბურთში ფლობს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
აი დასტური
ქართული გენის უპირატესობისა
თენგო
11:59 14-09-2024
4
ვულოცავ. მართალი კაცია და ამიტომაც ენდობიან, იციან კბილებით დაიცავს მოთამაშეთა უფლებებს.
ჟორა
11:46 14-09-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული