"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

AutoSharing Option
ნბა-ს სეზონი გამარჯვებით გახსნა გოგა ბითაძის "ორლანდომ". ფლორიდულ დერბიში მეჯიქმა "მაიამი ჰითი" 116:97 დაამარცხა. სამწუხაროდ, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა და მატჩშიც ეპიზოდური მონაწილეობა მიიღო. ბითაძემ მოედანზე 5 წუთი გაატარა და ამ დროში 2 მოხსნის მოგროვება მოახერხა.

ბითაძემ ფარს ერთადერთხელ შეუტია, თუმცა არაზუსტად. დასანანია, რომ გოგამ მატჩის მხოლოდ ბოლო 5 წუთი ითამაშა, როცა მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო. სასტარტო ცენტრი კი ვენდელ კარტერი გახლდათ, რომელმაც 27 წუთში 8 ქულა, 14 მოხსნა2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. საუკეთესო შედეგი პაოლო ბანკერომ
დააფიქსირა – 33 ქულა, 11 მოხსნა, 3 პასი.

მომდევნო მატჩი ორლანდოელებს 26 ოქტომბერს, შინ "მემფისთან" ელით.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ათასჯერ უთხრეს მოშორდი მაგ გუნდს მანდ არავის არ ჭირდებიო და არ დაუჯერა და ხეხოს ეხლა სკამიი@@@
zura222
20:00 24-10-2024
8
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული