ბითაძის ორმაგი დუბლი ყოფილ გუნდთან - "ინდიანა პეისერსმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში "ინდიანა პეისერსმა" "ორლანდო მეჯიქს" უმასპინძლა და 118:111 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ძირითად ხუთეულში დაიწყო.

გოგამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ 10 ქულა, 12 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა, ბითაძემ მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბენედიქტ მატურინი გახდა, კანადელმა 20 ქულა, 11 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

"ორლანდოდან" ფრანც ვაგნერმა 28 ქულა, 8 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი მიითვალა.

ამრიგად, "ორლანდო" 3 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ
კონფერენციაში მე-11 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 9 ნოემბერს, "ნიუ-ორლეან პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანა" 4 მოგებითა და ამდენივე წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, "პეისერსი" 9 ნოემბერს, "შარლოტ ჰორნეტსს" დაუპირისპირდება.

altბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული