შენგელიას 16 ქულა და ვირტუსის გამარჯვება "მაკაბისთან" ევროლიგაში

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუს ბოლონიამ" ევროლიგაში მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბოლონიელებმა იტალიაში თელ-ავივის "მაკაბის" უმასპინძლეს და 84:77 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:23 წუთი გაატარა. მის ანგარიშზე 16 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა დაგროვდა. თორნიკემ 6-დან 5 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, ქართველი მძიმე ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მასპინძელთა რიგებში მხოლოდ ხორვატ
ანტე ჟიჟიჩს ჩამორჩა, რომელმაც 14 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა.

2 მოგებითა და 6 მარცხით "ვირტუს ბოლონია" სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 12 ნოემბერს, მადრიდში, "რეალთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული