ბითაძის 11 ქულა, 9 მოხსნა და "ორლანდოს" იოლი გამარჯვება "პელიკანსთან"

AutoSharing Option
როცა გოგა ბითაძეს სათამაშო დრო აქვს, ის აბსოლუტურად უმრავლეს შემთხვევაში შედეგიანად თამაშობს. ვენდელ კარტერის ტრავმის გამო ქართველი ცენტრი ორლანდო მეჯიქის სასტარტო ხუთეულში დამკვიდრდა და უვე მესამე თამაშია, ან ორმაგ დუბლს აკეთებს, ან ამ შედეგამდე მცირედი აკლდება.

ასე იყო გასულ შეხვედრაშიც, რომელშიც ორლანდოელებმა "ნიუ ორლეან პელიკანსი" 115:88 დაამარცხეს. ბითაძემ სასტარტოში ითამაშა და მოედანზე გატარებულ 27 წუთში 11 ქულა, 9 მოხსნა, 3 პასი, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება მიითვალა. ბითაძემ მეტოქის ფარს საშუალო დისტანციიდან 6-ჯერ შეუტია და 5-ჯერ წარმატებით, ზუსტი აღმოჩნდა მისი
ერთადერთი საჯარიმო სროლაც. ბურთი მეტოქის ფარზე 5-ჯერ, ხოლო საკუთარზე 4-ჯერ მოხსნა და ამ მაჩვენებლით (9 მოხსნა) მოედანზე საუკეთესო იყო. ქართველი კალათბურთელი სამჯერ დაჯარიმდა.

"ორლანდო მეჯიქს", რომელსაც ტრავმების გამო პაოლო ბანკერო და ვენდელ კარტერ-უმცროსი ვერ ეხმარებოდნენ, 27 ქულით ფრანც ვაგნერმა ულიდერა. 17 ქულით დაასრულა თამაში მისმა ძმამ, მორიცმა. სტუმართა გუნდში, რომელსაც ლიდერები ვერ ეხმარობდნენ, 26 ქულით ბრენდონ ბოსტონი გამოირჩა.

"ორლანდო მეჯიქს" ჩატარებულ 10 თამაშში 4 მოგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძის გუნდი ისევ საკუთარ მოედანზე, "ვაშინგტონ უიზარდსთან" გამართავს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული