შენგელიას 20 ქულამ "რეალთან" მოსაგებად არ იკმარა

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას მორიგი გამორჩეული მატჩი ევროლიგაში. "ვირტუს ბოლონიას" ქართველმა ფორვარდმა გუნდს მადრიდში, "რეალის" წინააღმდეგ ულიდერა, თუმცა მას თანაგუნდელებმა სათანადოდ მხარი ვერ აუბეს და ბოლონიელებმა მარცხი განიცადეს – 86:98.

"რეალმა" პირველი ტაიმი 53:49 მოიგო, ხოლო გადამწყვეტი უპირატესობა მესამე მეოთხედში მოიპოვა, როცა "ვირტუსს" 13 ქულით გაასწრო და ბოლო მეოთხედს სოლიდური უპირატესობით შეხვდა და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.

შენგელია ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო მოედანზე 24:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი
დააგროვა. თორნიკემ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. ვირტუსს 9 ტურში 2 მოგება და 7 მარცხი აქვს. იტალიური კლუბი მე-16 ადგილზეა და მეათე ტურში, 15 ნოემბერს, პანათინაიკოსს უმასპინძლებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული