ბითაძის შედეგიანი მატჩი და მორიგი ორმაგი დუბლი - "ორლანდო მეჯიქმა" "ფინიქს სანზი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "ფინიქს სანზს" დაუპირისპირდა და მეტოქე 109:99 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ "მეჯიქმა" ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა.

სტუმართა რიგებში ძირითად ხუთეულში ტრავმირებული ვენდელ კარტერის ადგილი კვლავ გოგა ბითაძემ დაიკავა და კარგი მატჩიც ჩაატარა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 39 წუთში 32 ქულა, 5 მოხსნა და 8 ასისტი დააგროვა.

"სანზიდან" ტაიუს ჯონსმა საკუთარ გუნდს 18 ქულა,
2 მოხსნა და 8 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 9 გამარჯვებითა და 6 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 21 ნოემბერს, "ლოს-ანჯელეს კლიპერსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსი" ზედიზედ მე-4 მარცხის შემდეგ, 9 მოგებითა და 6 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. "სანზი" 21 ნოემბერს, "ნიუ-იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

altბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

alt"ორლანდომ" ნბა-ს სეზონი "მაიამისთან" მოგებით გახსნა | ბითაძეს 5 წუთი დაუთმეს

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

მკითხველის კომენტარები / 12 /
ნაკრებს თუ ვერ დაეხმარა, გინდა 100 ქულა ჩააგდოს, ჩვენ რა რო?
ჩამქოლეთ
19 ნოემბერი 2024 15:15
13
გოგას მომენტებს ვიდეო
https://x.com/meekvse/status/1858821776006066385
Video
19 ნოემბერი 2024 14:41
1
ძალიან მიხარია! მგონი "გაიხსნა" ამ ბიჭის ტალანტი!
წარმატებები გოგას!!!
ვაჟა მასწავლებელი
19 ნოემბერი 2024 14:37
0
ვაგნერმა 24 ჯერ ესროლა და 12 ჩააგდო ანუ 50 % და გოგამ კი 8 დან 7 ! გოგასაც რომ ესროლა 24 ჯერ მინიმუმ 40 ქულას დააგროვებდა !
zura222
19 ნოემბერი 2024 13:45
4
მთლად მაგრეც არ გამოვა.ის დისტანციიდანაც ისვრის,გოგა კი,მხოლოდ ფარქვეშიდან უტევს.როცა შორიდან ესროდა,ევროპაში თამაშისას,37% ჰქონდა დახლოებით.ამერიკაში კი,კატასტროფულად გაუფუჭდა,ხელი.ახლა აღარ რისკავს.
სოსო
19 ნოემბერი 2024 16:29
0
რაც ბითაძე ჩაჯდა ძირითადში იმის მერე ყველა თამაში მოიგეეს ! ორლანდოს შეფების ადგილზე რომ ვიყო მთელი სეზონი ძირითადში ვათამასებდი და ჩემპიონობასაც გამოვკრავდით ხელს !P
zura222
19 ნოემბერი 2024 13:31
3
ფინიქსთან 17 ქულა ხუმრობა საქმე არაა. ყოჩაღ გოგა.
q
19 ნოემბერი 2024 13:02
0
დაფარება რომ გააკეთა თან ძალიან გემრიელი მესამე პერიოდში ის თქვენ გამოგრჩათ თუ NBA -იმ შეჭამა?
Bs
19 ნოემბერი 2024 12:59
0
ბითაძე თავის მეოთხე/ნახევარ სეზონში გაიხსნა ბოლომდე!!! ყოჩაღ გოგა!!!
Porto
19 ნოემბერი 2024 11:22
1
ფაქტია,ბითაძეს სულ უფრო მეტად ენდობიან და სათამაშო დროს უზრდიან.ისიც ფაქტია,რომ ამით ორლანდომ მხოლოდ მოიგო.არ ვიცი,შესაძლოა კარტერს ტრავმა აწუხებდა და ამიტომ უჭირდა ორლანდოს,შესაძლოა კარტერი ბევრს იღებდა თავზე და ეს არ ამართლებდა.იშვიათად ვახერხებ,გვიან ჩატარებული მატჩების ნახვას,თუმცა ვხედავთ,რომ მარტივად,გუნდურად და საიმედოდ მოთამაშე გოგა,რომელიც მხოლოდ ნაღდი მომენტიდან ისვრის,უფრო უმართლებს ორლანდოს.
სოსო
19 ნოემბერი 2024 11:11
0
წელს გოგა თავის სიმაღლეზეა!!!!!
Pepelu
19 ნოემბერი 2024 10:47
0
ანუ, დაახლოებით 2,15 მ-ზე ? :)
!!!
19 ნოემბერი 2024 18:37
0

სიახლეები პოპულარული