სოლტ ლეიკ სიტიში "სან ანტონიო" "იუტა ჯაზს" შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არც აუცილებია და არც დაუკარგავს. სანდრომ 3 ორქულაინი და 1 სამიანი ზუსტად ისროლა
10 მოგებითა და 8 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ინის ზონაშია. მომდევნო მატჩს ტეხასელები შინ, 28 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართავენ.
GBF.GE