რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, "მონბუს ობრადოიროში" იასპარეზებს. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარი დაიწერა:

"ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, მისი მოწვევა კი იმ პრობლემას უკავშირდება, რაც ტომს ლეიმანისისა და ტომეუ რიგოს ტრავმებმა გამოიწვია. ის რიგის ვეფ-იდან შემოგვიერთდა, რომლის რიგებშიც ბოლო პერიოდში ირიცხებოდა და საშუალოდ 8.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა".

ქართველი უკანახაზელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ექტორ გალანმაც:

"რატი ის კალათბურთელია, რომელმაც ჩვენი უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს. მას თამაში შეუძლია როგორც პირველ, ასევე – მეორე ნომერზე. ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ მზარდი მოთამაშეა, რომელსაც ლიგა ენდესაში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, როდესაც "მურსიასა" და "სარაგოსას" ღირსებას იცავდა. ის მეტ ენერგიას შეგვძენს, რადგანაც თავისი პოზიციისთვის შესაშური ფიზიკური მონაცემები გააჩნია, მთელს მოედანზე დაცვაში ძალიან ძლიერია და შეტევაში გადასვლაც კარგად შეუძლია. საერთო ჯამში, რატი ძალიან გაგვაძლიერებს. ანდრონიკაშვილს ვუსურვებ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე გაიაროს და კლუბს სარგებელი მოუტანოს".

ესპანეთის მეორე ლიგას Primera FEB-ი ეწოდება და იქ "ობრადოირო" გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა. გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგა დატოვა. მიმდინარე სეზონში "ობრადოირო მონბუსი" მე-6 ადგილზეა. გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, შენდეგ შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად "პალენსიასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი ყურაგხვრეტილი, ჯენზი თაობის, ლაღი თავისუფალი ძმა! შეხედეთ ნებისმიერ ჯენზის სახეზე როგორი შეშლილი თვალები აქვთ, ისეთ ცუდ პერიოდში აცხოვრებენ ნაკომუნისტარი არარაობები!
არაუშავს წინ თავისუფლებისაკენ, დიდება ლიბერალიზმს, მულტიკულტურიზმს, ათეიზმს სულ ცოტაც, ჩვენი პატარა 2 ათასიანი, წლების შემდგომ დაბადებულო ჯენზის წარმომადგენლებო და ყველა ერთად მოვძოვთ ბალახს ამ პლანეტაზე!
გეიც, ჰეტეროც, ქრისტიანიც, მუსლიმიც, ათეისტიც, შავკანიანიც, თეთრკანიანიც
korben dallas
20:21 02-12-2024
9
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული