შენგელია თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32:52 წუთში 25 ქულა, 5 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 17-დან 10 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 5 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 24-ს გაუტოლდა და ამ მხრივ თანაგუნდელთა შორის ის მხოლოდ ვილ კლაიბერნს (38) ჩამორჩა, რომელმაც 19 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. "ცრვენა ზვეზდას" რიგებში საუკეთესოები აიზია კანაანი (26 ქულა), ლუკა მიტროვიჩი (21 ქულა) და ფილიპ პეტრუშევი (20 ქულა) იყვნენ.
ევროლიგის შემდეგ ტურში "ვირტუსი" 12 დეკემბერს სტუმრად "ბასკონიას" შეხვდება, სადაც წლების მანძილზე თამაშობდა, ახლა კი ბასკონიელთა რიგებში საქართველოს ნაკრების ახალი წევრი, კამარ ბოლდუინი ასპარეზობს.
GBF.GE