შენგელია უილ კლაიბერნთან ერთად საუკეთესო იყო. ორივემ სარგებლიანობის კოეფიციენტი 19 ერთეულით გამოსახა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე ჯამში 24 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში შენგელიას ანგარიშზე 19 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასია. ქართველმა ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი, 8-დან 6 საჯარიმო და 2-დან 1 სამიანი ჩააგდო. კლაიბერნის ანგარიშზე 12 ქულა და 6 მოხსნა აკუმულირდა.
8 მოგებითა და 2 მარცხით "ვირტუსი" 2-3 ადგილებს "ტრაპანისთან" იყოფს. შემდეგ ტურში, 15 დეკემბერს, ბოლონიელები "ტრიესტეს" დაუპირისპირდება.
GBF.GE