ბითაძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველი "ფინიქს სანსთან" შეხვედრის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ფინიქს სანსი" 115:110 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი მასპინძელთა ცენტრი გოგა ბითაძე გახდა.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 30:38 წუთი გაატარა რა დროშიც 21 ქულა, 16 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი დააგროვა.

ბითაძისთვის ეს მატჩი ორმაგად გამორჩეული იყო, რადგან ქულებში მან მიმდინარე სეზონის პირადი რეკორდი (21) დაამყარა, ხოლო მოხსნებში სულაც კარიერის რეკორდი (16) დააფიქსირა. რაც შეეხება 4 შედეგიან გადაცემას, მან მიმდინარე სეზონში ეს შედეგი მეორედ დააფიქსირა.

არიზონელებს ტრავმის გამო გუნდის ლიდერი კევინ დურანტი ვერ
დაეხმარა. მის არყოფნაში "ფინიქსს" დევინ ბუკერმა ულიდერა, რომელმაც 38:16 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 7 ასისტი დააგროვა.

"ორლანდოდან" ასევე გამორჩეული იყო ჯეილენ საგსი, უკანახაზელმა საკუთარ გუნდს 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 17 მოგებითა და 9 მარცხით, აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 11 დეკემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ფინიქსი" 12 მოგებითა და 11 მარცხით, დასავლეთ კონფერენციაში მეათე ადგილზეა, "სანსი" 14 დეკემბერს, "იუტა ჯაზს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

alt"როცა გრძნობ, რომ მეტი შეგიძლია და ამის შესაძლებლობა არ გეძლევა..." - გოგა ბითაძე

მკითხველის კომენტარები / 11 /
გოგა და სანდრო ძალიან კარგი ბიჭები არიან, შანსა და დროს სტაბილურად თუ მისცემენ, ბევრად უკეთესად ათამაშდებიან და თავდაჯერებულობაც მოემატებათ
ვახო
09 დეკემბერი 2024 22:52
0
ერთადერთ რაზე გული მეთანაღრება ისაა, რომ სამიანებს აღარ ისვრის, არადა შეუზლია.
რრრ
09 დეკემბერი 2024 19:42
0
ასეთ თამაშს ველოდი გოგასგან კაი ხანია. ეგრე გააგრძელე, გოგა!
გიორგი
09 დეკემბერი 2024 17:49
0
9 მოხსნა შეტევაში. ის ფარი უნდა მოხსნან და სახლში გამოატანონ....
დდდ
09 დეკემბერი 2024 14:31
0
ფაქტიურად ნბა-ს საუკეთესო ხუთეულში შევიდა, ცენტრებს ვგულისხმობ, ძალიან მაგარია გოგა, მას უბრალოდ დრო დასჭირდა, რომ ნბა-ს სტილს მორგებოდა.
q
09 დეკემბერი 2024 14:01
2
ძალიან მალე გოგა კიდევ უფრო კარგად ათამაშდება!!! სეზონს საშუალო ორმაგით დახურავს!!!!! ბრავო გოგა!!!!
Pepelu
09 დეკემბერი 2024 13:00
0
მართლა ძაან მაგრა ითამაშა პლიუს დაცვაშიც და მარტო ერთი შეცდომა-დაკარგვა ჰქონდა !
zura222
09 დეკემბერი 2024 11:42
1
მუდამ მჯეროდა რომ ბითაძე ათამაშდებოდა...
საბა
09 დეკემბერი 2024 10:57
1
ეს მემგონი გოგას რეკორდია! ფაჩულიას არ ჩაუგდია თუ არ ვცდები ამდენი...
ყოჩაღ!
ლაშა
09 დეკემბერი 2024 10:44
5
ფაჩულიამ 2007 წელს ატლანტაში გააკეთა 27 ქულა და 2016 წელს დალასში გააკეთა 23 ქულა და იმავე თამაშში ჰქონდა 21 მოხსნა
zura222
09 დეკემბერი 2024 11:46
1
ზაზას მგონი 27 აქ რეკორდი
ნაპოლეონი
09 დეკემბერი 2024 11:22
1

სიახლეები პოპულარული