ეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ეგიდით გამართულ NBA-ის თასის მეოთხედფინალში "ორლანდო" "მილოუკისთან" 109:114 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ვიხილეთ, ქართველმა ცენტრმა მოედანზე თითქმის 38 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ეფექტური მომენტი შემოგვთავაზა და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორგზის საუკეთესო მოთამაშეს, ამავდროულად კი ლიგის ერთ-ერთ ყველაზე ათლეტურ კალათბურთელს იანის ანტეტოკუნმპოს წინააღმდეგ ულამაზესი ჩატენვა შეასრულა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე თავად ბერძენი გახდა, იანისმა 36 წუთში 3
7 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება დააგროვა.

"ორლანდო" 17 მოგებითა და 10 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 20 დეკემბერს, "ოკლაჰომა სითი თანდერის" წინააღდეგ გამართავს.

"მილუოკი" 13 გამარჯვებითა და 11 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. NBA-ის თასზე "ირმების" მეტოქე მოგვიანებით გახდება ცნობილი.

altბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]

altბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვისაც გოგას წარმატება არ უხარია .......
სამართალი
11 დეკემბერი 2024 21:14
0
არც იანისამ დააკლო, მერე უფრო მაგრად გადაატენა გოგას. გოგა უფრო აგრესიული უნდა გახდეს. 38 წუთი ითამაშა, ყველაზე მეტი და არ უნდა მოდუნდეს. ეტყობა რომ მწვრთნელი ენდობა. სამიანებიც ცოტა გაბედულად უნდა ესროლოს, ნამდვილად შეუძლია 20+ დადოს ყოველ თამაშში.
იანისა მაგარია
11 დეკემბერი 2024 16:58
10
ორლანდომ ბოლო წუთზე ,ჯერ მეორე საჯარიმო სროლა ააცდინა და გათანაბრების შანსი დაკარგა,მერე კი,ორი ნაჩქარევი სამქულიანი გაუცუდდათ და ასე წააგეს.გოგამ ფეხი იტკინა და მომენტებში,შესამჩნევად კოჭლობდა.ისე ჩანს,სასტარტოში იმკვიდრებს ადგილს,თუმცა ჯერ მაინც ეტყობა,რომ მთლად თამამად ვერ არის.
სოსო
11 დეკემბერი 2024 16:19
0
გოგა მოერგო გუნდს.მშვენიერ ფორმაში იქნება ევროპაზე თუ გავედით!
აბგდ
11 დეკემბერი 2024 14:21
0
12 ქულა,ძალიან კარგი შედეგია!მას დევისის და ანტეტოკუმბპოს წინააღმდეგ უწევდა თამაში და თანაც,მისი ამოცანა,დაცვა და შეტევაში მსროლელებისათვის ბლოკების დაყენება უფროა!ძალიან ბევრს მუშაობს გუნდისათვის და მისი მთავარი ღირსება,სწორედ ეგ არის.მწვრთნელები,მისმა ქულებბმა კი არა,მატჩების შედეგებმა დაარწმუნა,გოგას სარგებლიანობაში.წუხელ,ერთხელ სამქულიანიც კი ესროლა,ერთხელ.აქამდე თავს ამის უფლებას არ აძლევდა.ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია!სულ უფრო თავდაჯერებული ხდება და პარტნიორებიც მეტად ენდობიან.
სოსო
11 დეკემბერი 2024 21:06
0
38 წუთში 12 ქულა კარგი შედეგია?
დავითი
11 დეკემბერი 2024 15:40
7
გოგას მომენტების მოკლე ვიდეოები თუ გაინტერესებთ,
ამ გვერდზე დააჭირეთ გოგას სტატისტიკას
https://www.nba.com/game/orl-vs-mil-0022401201/box-score#box-score
ქ. გ.
11 დეკემბერი 2024 10:07
0

სიახლეები პოპულარული