მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" ვარსკვლავი შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, კანადელმა უკანახაზელმა 36:25 წუთში 35 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
"ორლანდოდან" ენტონი ბლექმა თავი 23 ქულით, 1 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 17 მოგებითა და 12 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "ორლანდო" მორიგ შეხვედრას 22 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ოკლაჰომა" 21 გამარჯვებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზეა. "ოქეისი" 21 დეკემბერს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე 2 ქულა დააკლდა | მამუკელაშვილი 3 ქულას დასჯერდა
ეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]
ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა, ქართველს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]