"ორლანდოს" დაუჯერებელი ქამბექი და გოგას მორიგი ორმაგი დუბლი "მაიამი ჰიტთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 121:114 გაიმარჯვა.

მასპინძლები მეოთხე მეოთხედის დაწყებამდე 22 ქულით მათ ხდებოდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ორი ლიდერის, ფრანც ვაგნერისა და პაოლო ბანკეროს გარეშე, მატჩის შემოტრიალება მოახერხა.

"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო და მიმდინარე სეზონში მე-10 ორმაგი დუბლი შეასრულა. გოგამ 31:18 წუთში 18 ქულა, 13 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი პასი მიითვალა.

"მეჯიქიდან" საუკეთესო კოულ ენტონი გახდა, უკანახაზელმა 28 წუთში 35 ქულა, 8 მოხსნა და
9 ასისტი დააგროვა.

"მაიამიდან" ბემ ადებაიომ საკუთარ გუნდს 34 წუთში 23 ქულა და 6 მოხსნა შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 18 მოგებითა და 12 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 24 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მაიამი ჰიტი" 13 გამარჯვებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა, "ფლორიდელები" 24 დეკემბერს, "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაა, გაიღვიძა ბოლოს და ბოლოს ამ ბიჭმა?! ყოჩაღ გოგა! ყოჩაღ ბაბუ! ასე გააგრძელე!
გურულო
30 დეკემბერი 2024 13:09
0
გოგა თანდათან ხდება უძლიერეს! მიხარია, ყველას გილოცავთ! მაგრამ საიტმა სხვა სიახლეებიც რომ გამოაქვეყნოს ალბათ აუცილებელია! აგერ ლევან საგინაშვილმა ამერიკაში დაიცვა ტიტული, ამერიკელ კოდორეტტოსთან გაიმარჯვა 4:0! საერთოდ წამებში დაამარცხა! საამაყო კაცია ლევან საგინაშვილი, ჩვენი გოლიათი და არმტრესლერის მეფე, უკვე 8 წელი იქნება 1 რაუნდიც კი არ წაუგია! გილოცავ ლევან! კიდევ დიდხანს უნდა გაგვახარო!
aburjga
22 დეკემბერი 2024 18:14
0
ეგა ვართ რა ქართველები გვენდობიან, შედეგსაც ვდებთ, არ გვენდობიან და ჩასაფრებულები გვიყურებენ ვფლავდებით.
რრრ
22 დეკემბერი 2024 14:03
2
ძალიან მაგრად ითამაშა გოგამ..პირველ და მეოთხე პერიოდებში...მესამე მეოთხედის მერე ნამდვილად მეგონა რომ ძალიან დიდი ანგარისით წააგებდნენ...ფაქტიურად არც ვუყურებდი..უბრალოდ კომენტატორის ხმა მესმოდა..მაგრამ ეს სასწაული ნამდვილად მოხდა..და ამ სასწაულში გოგას წვლილი ძალაინ დიდია...ბოლოს სამჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო და ბურთიც ჩაჭრა დაცვაში..საოცარი თამაში იყო..ბანკეროს და ვაგნერის გარდა ჯეილენ საგსიც აკლდა ორლანდოს...მაიამის ბატლერი..ადებაიომ ითამაშა ძალაინ მაგრად მაგრამ რად გინდა გოგამ წყალში ჩაუყარა იმდენი ქულები...კარგია რომ გოგას გაბედულება რომ მოემატა და ინიაციატვას იღებს საკუთარ თავზე...მეტი თვითრწმენა და დამაჯერებლობა გაცილებით გააძლიერებს..წარმატებები მას..
ბუჯანგა
22 დეკემბერი 2024 13:42
0
100% შედეგი ქონდა გოგას 8 დან 8 ბურთი ჩააგდო ! ცოტა უფრო ხშირად რომ შეუტიოს მინიმუმ 20 ქულა ექნება ყველა თამაშში !
zura222
22 დეკემბერი 2024 13:03
1
ბიტაძის მომენტების მოკლე ვიდეოები თუ გაინტერესებთ, დააჭირეთ გოგას სტატისტიკის ცისფერ ციფრებს აი ამ გვერდზე
https://www.nba.com/game/mia-vs-orl-0022400377/box-score
უფროსი ნაჩალნიკი
22 დეკემბერი 2024 12:25
2
10 კი არა, 13 მოხსნა უწერია (4 შეტევაში) და 2 დაფარება....
დდდ
22 დეკემბერი 2024 12:10
0

სიახლეები პოპულარული