ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ბოსტონ სელტიქსი" მოულოდნელად 108:104 დაამარცხა.

"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.

"ორლანდოს" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, გოგამ მოედანზე 21:07 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ბითაძე ერთ-ერთ ეპიზოდში თანაგუნდელის ჯეილენ საგსის დაცვას ცდილობდა და ლატვიელ კრისტაპს პორზინგისს დაუპირისპირდა, მსაჯმა კი უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და თამაშიდან მხოლოდ ქართველი კალათბურთელი გააძევეს.

"ბოსტონიდან" ჯეილენ
ბრაუნი 35 ქულით, 9 მოხსნითა და 4 შედეგიანი პასით გამოირჩა.

"მეჯიქიდან" საუკეთესო ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 18 ქულა და 3 მოხსნა დააგროვა.

ამრიგად, 19 მოგებითა და 12 მარცხით "ორლანდო მეჯიქი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 27 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

"ბოსტონი" 22 გამარჯვებითა და 7 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, "კელტები" 26 დეკემბერს "ფილადელფია 76-ს" დაუპირისპირდებიან.
მკითხველის კომენტარები / 19 /
პრიბალტიკელი)))ამით კამათი და საუბარი თავდება.ჯერ ქართული ენა გესწავლათ და მერე გამხდარიყავი ქოცტროლი,ასე აჯობებდა. თორემ ყველამ მოინდომეთ ,ჯერ პრეზიდენტობა და მერე წერა კითხვის სწავლა.
თბილისელი
24 დეკემბერი 2024 21:42
23
ნაცქაქი, ამოფარებული ქვეყანაზე ზრუნვას,


ზაკო-12
25 დეკემბერი 2024 02:27
3
მორჩით წუწუნს და ვაივიშობას, ის რაც საქართველომ აჩვენა მსოფლიოს რბილად რომ ვთქვათ არ არის სამაგალითო, ახლა გარეთ ვეძებოთ მტრები და "შეთქმულები" თითქოს ჩვენი ნაგავი არ გვყოფნის,საკუთარი თავლა ვერ დაგვილაგებია და ახლა იქნებ უცხოპლანეტელებიც გვმტრობენ, აი საქმე, მაგარი კაცი ხარ ალექსი , შენ გაიხარე "სადღეგრძელო არ დაგავიწყდეს მტრის ჯინაზე -"ვისაც ჩვენი არეული არ მოსწონს იმის დალაგებული ქუ--მ,"ამას ქართველის გარდა ვინმე მოიგონებდა?
ვახსიმონტო
24 დეკემბერი 2024 14:11
16
კრემლებოტ llcl-ის საყურადყებოდ!
გამოჩენილი ადამიანების ციტატები:
"ჩვენსა და თქვენს შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის..."
https://www.youtube.com/shorts/gQE4DZTtORI
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
24 დეკემბერი 2024 12:43
16
დავი!
llcl
24 დეკემბერი 2024 13:08
4
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი-ს: ყველა ტროლის და ბოტის მკვდარი და ცოცხალი და ყველა იმის ვინც ადამიანს ბოტობას და ტროლობას აბრალებს! კიდევ ყველა რუს-მონღოლის მოყვარულის და მართლმადიდებლობის შეურაცმყოფელი ორჯერ გათხოვილი კაცების მიმდევრების!
llcl
24 დეკემბერი 2024 11:56
9
რაც აქ ჩანს,გოგა აგრესიულად არ მისულა,პორზინგისთან.შთაბეჭდილებაა,რომ მოკამათეების წყნარად დაშორებას ცდილობდა.რა თქმა უნდა რას ამბოდნენ არ ვიცით,მაგრამ რაც ჩანს,თუ გაძევებაა,სულ ცოტა,ორივე უნდა გაეძევებინათ.გაძევების შემდეგ,მომდევნო მატჩს,მგონი ავტომატურად ტოვებენ,ხოლო დისკვალიფიკაციის ვადას,დისციპლინარული კომისია განიხილავს.ვინმემ ზუსტად თუ იცის,კარგი იქნება,თუ დაწერს.
ჩემი აზრით,მანდ გასაძევებელი არაფერი იყო.უფრო უარესები,ტექნიკური ჯარიმებით გაუტარებიათ!
სოსო
24 დეკემბერი 2024 11:53
2
მთავარი. რაღაც ამ ბოლო დროს რომელიღაც ადმინის მორიგეობისას, ყველა კომენტარს არ ბეჭდავთ. მე კი თქვენი საიტის გულშემატკივარი და აქტიური მკითხველი, მგონი, დაარსების დღიდან ვარ.
რა დისლაიკებს უწერთ llcl-ს. მართალი ხართ, მთელი პრიბალტიკა და ერთი კალათბურთელი არ შეიძლება გავათანაბროდ. მაგრამ ის ადამიანი ჩაკვეზე და გოგა კარგს წერს და თქვენ ამ პრიბალტის გამო ამდენი დისლაიკი დაუწერეთ. "ვა რა დონეა ტო", მეგობარო, შენ ეტყობა, ძალიან პატარა ხარ და წარმოდგენაც არ გაქვს 9 აპრილის და 1992 წლის სამხედრო გადატრიალებას არ მოსწრებიხარ. შვილო, მიუხედავად იმისა, რომ ლიტვაში, როდესაც რუსმა ვანდალებმა გადაუარეს ადგილობრივებს, ზვიადის დროს რამოდენიმე თვითმფრინავი ჰუმანიტარული დახმარების გააგზავნა საქართველომ (კითხე მშობლებს, ჩვენ თვითონ რა დღეშიც ვიყავით). და როდესაც ბანდიტებმა ზვიად გამსახურდია რუსული იარაღით გააგდეს ქვეყნიდან - 1 (ერთი -!) სიტყვაც კი არ შეგვაწიეს. მაინც მეგობრებად ვთვლიდი იმიტომ რომ, ვხსნიდი მათი ცივსისხლიანობით. თურმე მეშლებოდა, უბრალოდ, ბანალურად, დავალებას ასრულებდნენ. ვისი? მათი, ვინც შევარდნაძეს იარაღით დაბრუნებას საქართველოში არ თვლიდა დანაშაულად, ვინც საქართველოს ყოველმხრივი დამოუკიდებლობის წინააღმდეგი იყო. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და მთავარი! საქართველოს გამთლიანების!
alexandre
24 დეკემბერი 2024 11:50
10
მოდი რა ყველაზე კარგი პირველის ... მაგათ როგორ უნდა გვასწავლიან კაცობა, ჩადი ვილნიუსში და ნახავ ვინც არიან , ჩვენც მაგას გვიყურებენ კაცს რომ კლავდნენ ქუჩაში გადააბიჯებენ ეს დემოკრატები, კიდევ ბევრი სხვა,წერას აზრიც არ აქვს
Kosta
24 დეკემბერი 2024 13:34
8
გოგა ჩაერია მათ კამათში და მთელ პრიბალტიკას რატომ უკავშირებ?ეტყობა "პრეზიდენტზე" უფრო განათლებული ხარ.
ვა რა დონეა ტო
24 დეკემბერი 2024 11:08
21
ბოტოფერმის ბუღალტერიის საყურადღებოდ!
გადაურიცხეთ კრემლებოტ llcl-ს 3 რუბლი.
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
24 დეკემბერი 2024 10:52
26
ანგარიშის ნომერი მოგვწერეთ, ამ უბედურს 4 ლარს ჩავუგდებ.
q
24 დეკემბერი 2024 11:48
21
ვერავინ ვერ გიმტრობს ისევ შენ თავს რომ შენვე უმტრობ ! ჯერ ერთმანეთს დავერიეთ ზიზღით და ლანძღვით ახლა "საერთაშოროსო ასპარესზე' ხომ ბრდღვირი ვადინეთ ყველას დაბოლოს შეგვრჩება გატეხილი ვარცლი ხელში(სხვა არაფერს ვიტყვი სირცხვილია) და ვის დავაბრალებთ ყველაფერს ? შინაურს , გარეულს და არა საკუთარ თავს.
ვახსიმონტო
24 დეკემბერი 2024 10:34
1
ეს პრიბალტიკელები უკვე ყველგან ოფიციალურად გახდნენ ჩვენი მტრები! ღმერთი შენსკენ გოგა! ყოველთვის მჯერადა კალათბურთში შენი და ფეხბურთში ჩაკვესი, რომ კრიზისის შემდეგ თქვენს სიტყვას აუცილებლად იტყოდით და ისიც მჯერა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია!
llcl
24 დეკემბერი 2024 09:23
66
ანუ მსაჯიც ბალტიისპირელი იყო? "ლოგიკა "გაქვს- სახლიდან არ გაიშვები :))))
anu
24 დეკემბერი 2024 10:58
20
გოგას წარმატება და წინსვლა!!! lici, აი, თქვენ სადა ხართ??? პირველად უყურეთ საკსლათბურთო მატჩს, თუ დავალებას ასრულებთ?!
გულშემატკივარი
24 დეკემბერი 2024 10:45
9
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული