ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "მაიამი ჰიტმა" "ორლანდო მეჯიქი" სტუმრად ერთი ქულის სხვაობით 89:88 დაამარცხა.

მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ და მიმდინარე სეზონში მე-11 ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 32:47 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 14 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი, 3 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა. გოგამ ბოლო 5 წამში წინ გამსვლელი ორქულიანი ჩააგდო, თუმცა მატჩის დასრულებამდე 2 წამით ადრე, ტაილერ ჰირომ "ჰიტი" კვლავ წინ გაიყვანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

უნდა აღინიშნოს, რომ
"მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის სამი გამორჩეული მოთამაშე, ფრანც ვაგნერი, მო ვაგნერი და პაოლო ბანკერო ვერ ეხმარებოდნენ.

"მეჯიქიდან" საუკეთესო ჯეილენ საგსი გახდა, უკანახაზელმა 32 წუთში 29 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი დააგროვა.

"ჰიტის" რიგებში ტაილერ ჰირომ საკუთარ გუნდს გეიმვინერთან ერთად, 32 წუთში 20 ქულა, 3 მოხსნა და 2 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო" 19 მოგებითა და 13 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გუნდი მორიგ მატჩს 28 დეკემბერს, "ნიუ იორკ ნიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"მაიამი ჰიტი" 15 გამარჯვებითა და 13 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. "ფლორიდელები" 29 დეკემბერს, "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდებიან.

altბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული