ბითაძეს სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდომ" "ტორონტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქმა" "ტორონტო რაპტორსი" გასვლაზე 106:97 დაამარცხა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 30 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულა, 13 მოხსნა, 7 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტრისტან და სილვა გახდა, რომელმაც 37 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.

"ტორონტოდან" ჯეიკობ პოელტლმა 33 წუთში 25 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 21
მოგებითა და 15 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 იანვარს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

"ტორონტო" 8 გამარჯვებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა, "რაპტორსი" 7 იანვარს, "მილუოკი ბაქსს" დაუპირისპირდება.

altბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]

altეს რა იყო! - ბითაძემ ანტეტოკუნმპოს გადაატენა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ბიტაძის საინტერესო სტატისტიკა.
https://x.com/CrumpledJumper/status/1875686065148944880

და მისი გამოთვლის განმარტება (თუ გაინტერესებთ)
https://x.com/CrumpledJumper/status/1875687642496671809
უფოსი ნაჩალნიკი
05 იანვარი 2025 07:18
0
ზოგადად ასე ხდება მწვრთნელი აძლევს დავალებას როდის რა ესროლოს რომ იცოდეთ ....მწვრთნელები ასე იქცევიან....მოთამაშეს ეუბნებიან რა უნდა ესროლოს და გოგა იმიტო არ ამოდის სამიანზე...ხანდახან ეძლევა სროლის საშუალება როცა კომბინაცია ჩაიშლება და მაშინ უწევს ხოლმე სროლა....ამიტომ ვერ აგდებს.
ადამიანი
04 იანვარი 2025 19:31
0
სამიანებს საერთოდ ვერ აგდებს.ორიანებშიც მოიკოჭლებს.დაფარებებში და მოხსნებში ჯიგარია.
ჯანაშია ვაგნერი
04 იანვარი 2025 15:31
7
ყველაფერი კარგია, მარა ეს სამიანები რატო ამოაგდო საერთოდ არსენალიდან არ ვიცი, დავიჯერო მწვრთნელი უკრძალავს?
რრრ
04 იანვარი 2025 14:48
1
სავარაუდოდ მასე იქნება. კარგი იქნებოდა ჟურნალისტებს მასთან ინტერვიუ ჩაეწერეთა და ეგ საკითხიც დაეზუსტებინათ.
გორდა
04 იანვარი 2025 16:20
0
შესანიშნავად თამაშობს გოგა. უმატებს და უმატებს. თან ყველა რგოლში: დაცვაში, პასებსაც დროულად იძლევა და შეტევაშიც წარმატებულია. ასე რომ ყალიბდება ძალიან ძლიერ მოთამაშედ. წარმატებები კლუბში და ნაკრებში(ძლიერი ცენტრი უკვე გვყავს). ძალიან მაგარია!!!
david
04 იანვარი 2025 13:07
1
გოგა ძალიან დაჭკვიანდა და ნელ-ნელა იოკიჩის ტიპის მოთამაშედ ყალიბდება, ქულებსა და პასებს კიდევ თუ მოუმატებს ტრიპლებს და საშუალოდ 20 ქულას უპრობლემოდ გააკეთებს ხოლმე და მერე ნახეთ თქვენ ნამდვილი გოგა
ვახტანგი
04 იანვარი 2025 12:39
2
მიხარია გოგას წარმატებები და წინსვლა. ჩვენი ნაკრების იმედი ხარ გოგა. ღმერთო შენ დაიფარე ჩვენი სამშობლო
თენგაბი
04 იანვარი 2025 11:43
2
წარმატება, გოგა! სულ მჯეროდა შენი შესაძლებლობების და მიხარია, რომ ეს სეზონიც მოვიდა შენ ცხოვრებაში! წინსვლას და კიდევ უფრო წარმატებულ სეზონებს გისურვებ, საქართველოს კი - ნბა-ს რამდენიმე ჩემპიონს!
მასტერს
04 იანვარი 2025 09:20
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული