მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 22:33 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი პასი დააგროვა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე იანის ანტეტოკუნმპო გახდა, ბერძენმა 36:32 წუთში 41 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი პასი მიითვალა.
"ორლანდოდან" ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა პაოლო ბანკერომ, საკუთარ გუნდს 26:32 წუთში 34 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 22 მოგებითა და 18 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 13 იანვარს, "ფილადელფია 76-ის" წინააღმდეგ გამართავს.
"მილუოკი" 20 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, "ბაქსი" 13 იანვარს "ნიუ იორკ ნიქსს" შეხვდება.
ბითაძემ თავის გუნდს ულიდერა - "ორლანდო" "მინესოტასთან" დამარცხდა [VIDEO]
ბითაძეს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ორლანდო" "იუტასთან" დამარცხდა [VIDEO]
ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]