შერმადინის 8 ქულა მადრიდში | "ტენერიფე" "რეალთან" ბრძოლაში დამარცხდა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის "ლაგუნა ტენერიფემ" ესპანური ლიგის ფავორიტ "რეალს" მადრიდში ესტუმრა და ღირსეული ბრძოლა გაუმართა. კუნძულელები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, ბოლო პერიოდში 8 ქულით ლიდერობდნენ, მაგრამ "სამეფო კლუბმა" მაინც თავისი გაიტანა. დაძაბულ ფინალში "რეალმა" 96:86 იმარჯვა.

შერმადინი 17 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა. ქართველმა ცენტრმა 7 ცდიდან 4 ორქულაინი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. მისმა თანაგუნდელმა მარსელინიო უერტასმა 7 ქულა და 11 პასი მიითვალა, ხოლო მატჩის ბომბარდირი 22 ქულით ტენერიფელთა სლოვაკი ლეგიონერი, დევიდ კრამერი გახდა.

16 შეხვედრიდან
"ტენერიფეს" 11 მოგება აქვს და მეოთხე პოზიციაზეა. რომ მოეგო, შერმადინის გუნდი მესამეზე მყოფ "რეალს" გადაასწრებდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული